2016 წლის 1-ლი იანვრიდან კომპანია "მაგთიკომი" აბონენტებისთვის, მათი გაფრთხილების გარეშე, ინტერნეტის საფასურის დარიცხვას ვეღარ შეძლებს. გადაწყვეტილება ამის თაობაზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო.
"შპს "მაგთიკომს" დაევალოს 2016 წლის პირველი იანვრისთვის ეფექტიანი სისტემის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ინდივიდუალური შეტყობინებით წინასწარ გაფრთხილებას მათ მიერ შეძენილი მომსახურების მოცულობის ამოწურვისა და მომსახურების განსხვავებული ტარიფით მიწოდების გაგრძელების შესახებ, მიუხედავად მომხმარებლებისთვის შეთავაზებული შემდგომი თუ წინასწარი გადახდის პირობისა", - ნათქვამია კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებაში.
შეძენილი ინტერნეტ-პაკეტის ამოწურვის შემდეგ აბონენტებისთვის მომსახურების გაგრძელება აქამდე ავტომატურად და თან განსხვავებული ტარიფით ხდებოდა, რის შესახებაც თავად მომხმარებლები ინფორმირებულნი არ იყვნენ. კერძოდ, თუკი ულიმიტო ინტერნეტ-პაკეტის შეძენისას 1 მეგაბაიტის ღირებულება 0,005 ლარს შეადგენდა, მისი ამოწურვის შემდეგ აბონენტებს იგივე მოცულობის ინტერნეტი 70-ჯერ მაღალი ტარიფით – 0,35 ლარად მიეწოდებოდა. აღნიშნულის შესაბამისად, ასეულობით მოქალაქეს ათასობით ლარის ოდენობის დავალიანება დაუგროვდა.
უფრო კონკრეტულად, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, მხოლოდ 2015 წლის 5 თვეში – აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით ინტერნეტ-დავალიანება 48 ათასზე მეტ აბონენტს დაერიცხა, მისი საერთო მოცულობა კი – 438,849 ლარს შეადგენს. არიან აბონენტები, რომლებსაც დავალიანების სახით დარიცხული აქვთ 4 ათასიდან 7 ათას ლარამდე ოდენობის თანხა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.