საქართველო არ უნდა გახდეს დამოკიდებული ენერგიის ერთ წყაროზე, ხოლო მთავრობა რაც შეიძლება გამჭვირვალე უნდა იყოს თავის ენერგო პოლიტიკასთან დაკავშირებით - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ განუცხადა.
"ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არ უნდა გახდეს დამოკიდებული ენერგიის ერთ წყაროზე, მან უნდა შეინარჩუნოს ენერგორესურსების დივერსიფიცირება. ჩვენ კმაყოფილი ვართ მათი [მთავრობის წევრების] განმარტებით. ვფიქრობ, საქართველო განიცდის ენერგორესურსების მოკლევადიან საჭიროებას, ამიტომაც საჭიროა ისაუბრო პოტენციურ ენერგომომწოდებლებთან," განაცხადა კელიმ და დაამატა: "მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა რაც შეიძლება გამჭვირვალე იყოს თავის ენერგო პოლიტიკასთან დაკავშირებით".
შეკითხვაზე, თუ რამდენად ნორმალურია "გაზპრომთან" ურთიერთობაში მაშინ, როცა რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, ამერიკელი დიპლომატი პასუხობს, რომ "საქართველოს მთავრობა აცნობიერებს იმ გამოწვევას, რაც ამ საკითხს ახლავს". "ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების გამო. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა აცნობიერებს იმ გამოწვევას, რაც ამ საკითხს ახლავს", - აღნიშნა აშშ-ს ელჩმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.