ბაღდადში შეერთებული შტატების საელჩომ დაადასტურა, რომ ერაყში რამდენიმე ამერიკელი გაიტაცეს. "ჩვენ ვმუშაობთ ერაყის ხელისუფლებასთან სრულ კოორდინაციაში რათა მივაკვლიოთ და უვნებლად დავიხსნათ გატაცებული პირები," განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა.
BBC -ს ცნობით, ერაყის უსაფრთხოების წრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 3 ამერიკელი და ერთი ერაყელი თარჯიმანი ბაღდადის სამხრეთით შეიპყრეს, თუმცა შეერთებული შტატების ოფიციოზი არ ამბობს, თუ რამდენი ამერიკელია გატაცებული და არც იმას, მოხდა თუ არა მათი შეპყრობა.
ბაღდადში ოფიციალურმა პირმა CNN -ს პარასკევს განუცხადა, რომ სამი კონტრაქტორი იძებნებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.