საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა
18-01-2016, 01:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა.

 

 

საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები, ორი ქვეყნის თანამშრომლობის სფეროები, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა, საუბრის ძირითადი თემები იყო.

 

 

ლიტვა საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ეფექტურ განხორციელებაში მხარდაჭერას სთავაზობს.

პრემიერმა შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციის მნიშვნელობა, ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

 

მხარეებმა ისაუბრეს საკონტეინერო გადაზიდვების განვითარებისა და პროექტ „ვიკინგის” შესახებ, რომელიც, ჩრდილოეთის პორტებს, საქართველოს გავლით, შუა აზიის ქვეყნებთან დააკავშირებს.

 


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლიტვის ელჩს ასევე მიაწოდა ინფორმაცია უახლოეს მომავალში დაგეგმილი რეფორმების შესახებ.

გიედრიუს პუოჯუნასმა, ლიტვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის სახელით, გიორგი კვირიკაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი