„მკვლელობები, ყაჩაღობები, ძალადობა, განგსტერული გარჩევები და ადამიანების დაჭრა გახდა ჩვეულებრივი წესი ჩვენი ყოფის საქართველოში“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, აკაკი მინაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მინაშვილის განცხადებით, ბოლოდროს მომხდარი ხმაურიანი კრიმინალური შემთხვევები ადასტურებს სამართალდამცავების არაეფექტურ საქმიანობას.
„ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება ხდება თანდათან უფრო სახიფათო. ჩვენ და საზოგადოება მოწმე ვართ, ძალიან მძიმე დანაშაულების, რომელიც ხდება როგორც დედაქალაქში, ასევე ქვეყნის მასშტაბით. დღეის მდგომარეობით, შსს-ს დეპარტამენტებისა და რეგიონალური სამმართველოს უფროსები არის გადაყვანილი კადრების განყოფილებაში გამომდინარე იქედან, რომ ხდება კლანებს შორის ადგილების გადანაწილება. შსს-ს საქმიანობა ორიენტირებულია არა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე, არამედ იმაზე, თუ ვისი ნაცნობი, მეგობარი მიიღებს მაღალ თანამდებობას“ - აღნიშნა მინაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.