ფადი ასლი: მივესალმებით პრემიერ მინისტრის განცხადებებს ბიზნესის კლიმატთან დაკავშირებით
18-01-2016, 02:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან მთავრობის ადმინისტრაციაში ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისასალმებელია პრემიერ მინისტრის განცხადებები ბიზნესის კლიმატის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, მაგრამ მისი თქმით, ინვესტიციების შემოდინებისთვის სხვა ნაბიჯების გადადგმაც არის საჭირო. ასლი თვლის, რომ საგადასახადო სამსახურისა და ფინანსური პოლიციის მხრიდან კომპანიების შევიწროება უნდა შეჩერდეს და არ მოხდეს კომპანიებისთვის საბანკო ანგარიშების გაყინვა.



"მივესალმებით პრემიერ მინისტრის განცხადებებს ბიზნესის კლიმატთან დაკავშირებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ იდეებს და კარგი გზავნილები წამოვიდა პრემიერ მინისტრის მხრიდან. ჩვენ მას მოვუსმენთ და თავის მხრივ მივაწოდებთ ინფორმაციას ბიზნესში შექმნილ ვითარებაზე. არსებობს პრიორიტეტები სხვადასხვა საკითხზე. მთავარი პრიორიტეტია ის, რომ შეჩერდეს საგადასახადო სამსახურის მხრიდან ბანკებზე ზეწოლა. თუ ბიზნესი იქნება შევიწროებული საგადასახადო შემოსავლების სამსახურისა და ფინანსური პოლიციის მხრიდან, ეს იქნება საფუძველი იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან ცოტა ინვესტიციები იქნება," აღნიშნა ფადი ასლიმ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი