გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო შემოთავაზებები ბიზნესისთვის
18-01-2016, 02:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმნისტრაციაში ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მთავრობას ბიზნესისთვის "ძალიან საინტერესო შემოთავაზებები" აქვს.


"ახლა ძალაინ საინტერესო პროცესს გავდივართ. ყოველდღიურად გვაქვს ერთი მინისტრის მოსმენა ანუ კონკრეტული მინისტრი საკუთარ პორტფელს იხილავს მთავრობის ყველა წევრთან ერთად. განხილვის პროცესში ჩვენ ვახდენთ თითოეული სამინისტროს პროექტების, პორტფელების პრიორიტეტიზაციას, რათა მოხდეს სამი კრიტერიუმით ყველაზე მთავარი პრიორიტეტების გამოვლენა. ეს სამი კრიტერიუმია: საზოგადოების აქტუალობა, მეორე - საკითხის თანხვედრა ქვეყნის განვითარების სტრატეგიასთან და მესამე - ის რესურსი, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია იმისთვის, რომ ამა თუ იმ საკითხის განვითარება და პრობლემის მოგვარება გადავწყვიტოთ. ამიტომ ვფიქრობთ, ამ პროცესში თქვენი ჩართულობა უნდა იყოს მაქსიმალური. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო შემოთავაზებები ბიზნესისთვის, განუცხადა პრემიერ მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს.

 

როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარი მიზანია, მაქსიმალური კომუნიკაცია და ბიზნესწრეების ჩართულობა ეკონომიკური პროფილის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.


პრემიერ მინისტრმა ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს ქვეყნისთვის გაწეული საქმეებისთვის მადლობა გადაუხადა.


“დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანია მაქსიმალური კომუნიკაცია და ბიზნეს წრეების ჩართულობა ეკონომიკური პროფილის და არა მარტო ეკონომიკური პროფილის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მინდა, უპირველს ყოვლისა, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ ქვეყნისთვის. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები ორიენტირებულია იმაზე, თუ რა სჭირდება დღეს ქვეყანას, ეკონომიკას, თითოეულ ეკონომიკურ სუბიექტს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიცოდეთ თქვენი აზრი, თუ საით მივდივართ ჩვენ, რა არის ჩვენი სტრატეგია, რა არის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამოცანები," უთხრა კვირიკაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი