საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს, ძინ ლიცუნს შეხვდა
18-01-2016, 03:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს, ძინ ლიცუნს შეხვდა. საუბრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს რეგიონულ როლს და ბანკის პოტენციური საინვესტიციო პროექტები განიხილეს. შეხვედრაზე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს ფინანსთა მინისტრს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა თბილისში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი ქვეყნების მთავარი მომლაპარაკებლების მე-6 შეხვედრის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.

 

 

ნოდარ ხადურმა მზადყოფნა გამოთქვა, საქართველო აქტიურად ჩაერთოს აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საქმიანობაში. როგორც აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი შეინარჩუნებს მჭიდრო კომუნიკაციას ქართულ მხარესთან და მხარს დაუჭერს საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი