საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების 4 ძირითადი მიმართულება გააცნო. კვირიკაშვილმა 4 პრიორიტეტი დაასახელა - სამუშაო ადგილების შექმნა, მთავრობის გადაწყვეტილებების პროცესში ბიზნესის აქტიური ჩართულობა, რეგიონების განვითარება, განათლება. გიორგი კვირიკაშვილმა რეგიონების განვითარების აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა:
"ხშირად ჩვენ გვაქვს შეგრძნებები, რომ რაღაცებს ვახორციელებთ, მაგრამ რეგიონებში გვაქვს სხვა საქართველო, სხვა ადამიანებით. იქ სხვა რეალობაა – იქ ადამიანებს არანაირი შეგრძნება არ აქვთ, რომ რაიმე კუთხით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობენ. ამიტომ ჩვენი მაქსიმალური აქცენტი გადატანილი იქნება რეგიონულ განვითარებაზე. რეგიონული ინფრასტრუქტურული პროქტების დაჩქარებასა და ასევე ამ პროექტების სწორ პრიორიტეტიზაციაზე, რათა ისინი მაქსიმალურად პასუხობდნენ იმ მოთხოვნებს და გამოწვევებს, რომლებიც რეგიონებშია," აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.