მთავრობა ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას გეგმავს. აღნიშნულ საკითხზე ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დღეს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა.
"თქვენ განსაზღვრავთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ამიტომ ჩვენ თქვენთან ერთად გვინდა განვიხილოთ ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც მოვახდენთ მთლიანად მთავრობის მუშაობის ფოკუსირებას. ვფიქრობთ, რომ გამოკვეთილია 4 უმთავრესი მიმართულება - პირველი ეს არის სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ამ კუთხით გასატარებელი რეფორმები შეგვიძლია რამდენიმე ძირითადი ქვეპუნქტით შემოვფარგლოთ. ეს არის უპირველეს ყოვლისა, საგადასახადო რეფორმა, რომელსაც თან ახლავს, როგორც საკანონმდებლო, ასევე ადმინისტრაციული ნაწილი. მხედველობაში მაქვს მხოლოდ და მხოლოდ განაწილებული მოგების დაბეგვრა, მოგების გადასახადისგან გათავისუფლება. ეს არის საგადასახდო რეფორმის ესტონური მოდელი. ასევე ეს არის მაქსიმალურად რეგლამენტირება საგადასახადო ადმინისტრაციული ორგანოების და მათი მუშაობის იმისთვის, რომ დროში შემოფარგული იყოს თითოეული შემოწმება. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავირიდოთ პატიმრობები, როდესაც საქმე ეხება ეკონომიკურ დანაშაულს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე განმარტებით, დაგეგმილია ასევე ფინანსური პოლიციის მოქმედების მაქსიმალური რეგლამენტაციაც.
"ეკონომიკური გუნდი მუშაობს დამწყები ბიზნესის განვითარების ხელშეწყობასა და სტარტ-აპის დაფინანსების მექანიზმის შექმნაზეც," აღნიშნა შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.