შსს-მ ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით 6 პირი, მათ შორის 2 ქალი დააკავა
18-01-2016, 04:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 6 პირი: 1971 წელს დაბადებული, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი თემურ ბ., 1974 წელს დაბადებული, წარსულში სამჯერ ნასამართლევი ნოდარ ა., 1971 წელს დაბადებული, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი კობა შ., 1980 წელს დაბადებული ივანე გ., 1978 წელს დაბადებული ქეთევან ხ. და 1985 წელს დაბადებული დარიკო შ. ახალციხის რაიონის სოფელ ტყემლანაში დააკავეს.


შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის 10 იანვარს კობა შ. დანაშაულის მომზადების და დაგეგმვის მიზნით დაუკავშირდა ნოდარ ა-ს, თემურ ბ-ს და ივანე გ-ს. ისინი შეიკრიბნენ ქეთევან ხ-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც დაგეგმეს ნინოწმინდაში, ფულის გატაცების მიზნით, ბაგრატ ს-ზე ყაჩაღურად თავდასხმა. 13 იანვარს ბრალდებულები ბაგრატ ს-ს საცხოვრებელ სახლში მივიდნენ, მის მეუღლეს მოტყუებით გააღებინეს კარი, ძალადობითა და ძალადობის მუქარით ემა ს-ს და მის დედამთილს, სონიკ ს-ს ფული და ძვირფასეულობა მოსთხოვეს. სონიკ ს-მ ბრალდებულებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც თემურ ბ-მ მას დანით ყელის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. 1936 წელს დაბადებული სონიკ ს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მათ ტანსაცმელი და დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა მიმალვისას, საავტომობილო გზაზე გადაყარეს.


გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 108-ე და 376-ე მუხლებით).

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი