თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გურამ მჭედლიძე დამნაშავედ სცნო გაგიკ აიდინიანის განზრახ მკვლელობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. მოსამართლემ გურამ მჭედლიძეს სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა,რომ 2015 წლის 2 მაისს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გურამ მჭედლიძე ტელეფონით დაუკავშირდა გაგიკ აიდინიანს და ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილზე არსებულ ორხევის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრა მოსთხოვა. შეხვედრაზე მჭედლიძეს გ. აიდინიანთან იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელმა საერთო მეგობრებთან იგი ცუდად მოიხსენია ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს მჭედლიძემ დანა ამოიღო, გაეკიდა გაგიკ აიდინიანს და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მიაყენა სამი ჭრილობა მათ შორის ერთი გულმკერდის არეში. შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გაგიკ აიდინიანი მიღებული ჭრილობების შედეგად სავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გურამ მჭედლიძე იმავე დღეს ქ.თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული. ჩატარებული პირადი ჩხრეკისას მას აღმოაჩნდა დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა.
აღსანიშნავია, რომ გურამ მჭედლიძე წარსულში არაერთხელაა ნასამართლევი ყაჩაღობისთვის, ძარცვისთვის, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისთვის და ცემისთვის. პროკურატურა არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.