იუსტიციის მინისტრის განცხადებით, მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ძალაში შესვლა რამდენჯერმე იქნა გადატანილი და ამჯერად ამ წესს ვეღარ გადაავადებენ. თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შემოტანაზე აღმასრულებელი ხელისუფლება და კოალიცია უკვე მეოთხე წელი დაიწყო, რაც საუბრობენ.
"სამწუხაროდ, ამ წესის ძალაში შესვლა რამდენჯერმე იქნა გადატანილი, ჩვენ ამ წესს ვეღარ გადავავადებთ. თუ კარგად მახსოვს, პრეზიდენტმა ვეტო დაადო ერთ-ერთ ასეთ გადავადებას. ამიტომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში როდესაც გაჩნდა შუალედური, მე ვიტყოდი, უფრო ევროპული მოდელი, მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის, ჩვენ ეს მოდელი უკვე დავამტკიცეთ პარლამენტში და 20 თებერვალს ეს წესი უნდა ამუშავდეს", - განაცხადა თეა წულუკიანმა და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლოც, სხვა უწყებების მსგავსად, მოასწრებს ამ ერთ თვეში მომზადებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.