თეა წულუკიანი: კანონის გამკაცრების შემდეგ, ნაკლები პრობლემებია ჩვენი მოქალაქეების პანკისიდან სხვა ქვეყნებში საომრად გასვლასთან დაკავშირებით
18-01-2016, 05:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ტერორიზმთან დაკავშირებით კანონი გამკაცრდა, ნაკლები პრობლემებია ჩვენი მოქალაქეების პანკისიდან სხვა ქვეყნებში საომრად გასვლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს სირიაში ორი პანკისელი ახალგაზრდის დაღუპვის ფაქტზე კომენტირებისას განუცხადა.

 

 

"როდესაც კანონი გამკაცრდა, მას მერე ნაკლები პრობლემებია ჩვენი მოქალაქეების პანკისიდან სხვა ქვეყნებში საომრად გასვლასთან დაკავშირებით, თუმცა პრობლემა არსებობს. ეს ორი ადამიანი, როგორც ჩანს, მრავალი თვის წინ არის გასული საქართველოდან. მე მინდა მათ ოჯახებს მივუსამძიმრო და ყველა ახალგაზრდას მოვუწოდო, საკუთარი, ქვეყნის მომავლის საქართველოში მშენებლობისკენ და არა ტერორიზმის მიზნით ბრძოლისკენ, რადგან ეს არის ის დიდი სენი და დანაშაული, რომელსაც ჩვენ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ვებრძვით. ახალგაზრდებმა ალბათ, საკუთარ მომავალზე უნდა იზრუნონ, ჩაერთონ იმ საგანმანათლებლო პროგრამებში, რომელიც მათ შორის პანკისის ხეობაში არსებობს. იფიქრონ ნათელ მომავალზე, ვიდრე ბოროტების მსახურებაზე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი