ალეკო ელისაშვილი: ბესელიამ რაც უნდა გამოაქვეყნოს, კისერი უტეხია
18-01-2016, 05:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკა ბესელიას დღევანდელ განცხადებას, რომ მას გააჩნია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ალეკო ელისაშვილი სხვადასხვა კორუფციულ გარიგებაში იყო ჩართული, ბრალდების ადრესატი პასუხობს. "რუსთავი 2" -თან საუბრისას შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ თქვა, რომ მისთვის ბესელიას ბრალდებები არასერიოზულია.



"რომ არ შეიწყალეს პატიმარი და უკმაყოფილო იყო, ეს არის ძალიან გასაგები, ძალიან ბევრი პატიმარი რჩებოდა ხოლმე უკმაყოფილო და არ მეგულება პატიმარი, რომელსაც არ მიაჩნდეს, რომ უდანაშაულოა და გარეთ გამოსვლა უნდა. ეს არის ძალიან ლოგიკური... ეს ზღაპრები [ეკა ბესელიამ] მოუყვეს მანანა კობახიძეს და ნანა კაკაბაძეს მოუხმონ ხოლმე და ამ სამმა მოუყვნენ ერთმანეთს ეს ზღაპრები. რაც უნდა გამოაქვეყნოს, კისერი უტეხია, საგამოძიებო კომისია შეიქმნას," აღნიშნა ელისაშვილმა და დაამატა, რომ უამრავი შემოთავაზების მიუხედავად, მან შეწყალების კომისიის პოსტიდან წამოსვლისას მხოლოდ ხელფასი და პატიმრის მიერ დამზადებული "ერთი პატარა ხატი" წამოიღო.



"ერთი პატარა ხატი წამოვიღე შეწყალების კომისიიდან, პატიმრის გაკეთებული, პატიმრის დედამ მაჩუქა. ამის გამო თუ დამაკავებენ... ხელფასის მეტი მე არაფერი ამიღია 5 თვის განმავლობაში არაფერი, მიუხედავად იმისა, რომ მილიონი შემოთავაზება იყო," აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.  

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი