დავით ზალკალიანი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მრჩევლებს, ბენ პერსერსა და ჯონ რეიდერს შეხვდა
18-01-2016, 05:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მრჩევლებს ბენ პერსერს და ჯონ რეიდერს შეხვდა.

 

 

შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობა განიხილეს. პოზიტიურად შეფასდა 2015 წელს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ფარგლებში ოთხივე ძირითადი მიმართულებით ჩატარებული სამუშაო და იმედი გამოითქვა, რომ ქარტიის კომისიის ფარგლებში ასეთივე ნაყოფიერი თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება. შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აშშ-ის კონგრესთან თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების საკითხებს.

 

 

მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამჟამინდელი ვითარება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე. ამ თვალსაზრისით აღინიშნა აშშ-ის, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერის როლი და მნიშვნელობა.

 

 

შეხვედრისას მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზანშეწონილობა. აშშ-ის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიული რეფორმების და ეკონომიკური განვითარების მიმართ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი