ამირან გამყრელიძე: იანვარ-თებერვალში გრიპის ვირუსების შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი
18-01-2016, 07:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იანვარ-თებერვალში გრიპის ვირუსების შემთხვევების მატებაა მოსალოდნელი, - ამის შესეხებ დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე, ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

 

გამყრელიძის თქმით, ამ მომენტისთვის საქართველოში ასი ათას მოსახლეზე გრიპის ვირუსით ინფიცირების 240 შემთხვევაზე მეტი ფიქსირდება, რაც აღნიშნული პერიოდისთვის დამახასიათებელია და ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პიკს არ აჭარბებს. მისივე თქმით, გრიპის ეპიდემია გამოცხადდება, თუ შემთხვევების რაოდენობა ყოველ 100 ათას მოსახლეზე 500 შემთხვევას გადააჭარბებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, საქართველოში გრიპის შემთხვევების გამოვლენა ყოველთვის დეკემბრის მეორე ნახევრიდან იწყება და იანვარ-თებერვალში შემთხვევის გარკვეული ზრდა ფიქსირდება.

 

 

გამყრელიძემ მოსახლეობას მიმართა, 38 გრადუსზე მეტი ტემპერატურის შემთხვევაში, ასევე თავისა და სახსრების ტკივილის დროს, აუცილებლად მიმართონ ექიმს, რომელიც მათ მედიკამენტოზურ მკურნალობას დაუნიშნავს და საჭიროების შემთხვევაში, მოხდება ჰოსპიტალიზაცია. პირები, რომლებიც დაავადებული არიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, დიაბეტით, ფილტვის პრობლემებით, მოხუცები და ორსულები უნდა მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და პირველივე სიმპტომების გამოხატვის შემთხვევაში დროულად მიმართონ ექიმს.

 

 

მისი ინფორმაციით, დღეისთვის, გრიპის ვირუსებზე სახელმწიფოს მიერ აცრილია რისკ ჯგუფებს დაქვემდებარებული 12 ათასამდე ადამიანი. 8 ათასზე მეტი პირი კი აიცრა კერძო სამედიცინო დაწესებულებების მიერ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი