დავით ფერაძე პრემიერ მინისტრისგან თამარ სანიკიძის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებას ითხოვს
18-01-2016, 07:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძე პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს თამარ სანიკიძის დაკავებული თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და მისი საქმიანობის სამართლადმაცავების მხრიდან გამოძიების დაწყებას სთხოვს.


ფერაძე აცხადებს, რომ თამარ სანიკიძისა და მისი ბიუროკრატიული გარემოცვის სახელთანაა დაკავშირებული სისტემაში ნეპოტიზმის, კორუფციის, ბინძური გარიგებების, საბიუჯეტო თანხის „კანონიერი“ თუ უკანონო ფლანგვის დამკვიდრება. განათლების სისტემის საჯარო სამსახურებში შესარჩევ თანამდებობებზე ყველა კონკურსი ჩატარდა დარღვევებით, რაც მისი თქმით, დადასტურებულია საკონკურსო საოქმო ჩანაწერებით, რომლებიც გადაგზავნილია სამართალმდაცავ და საკანონმდებლო ორგანოებში, თუმცა დღემდე რჩება რეაგირების გარეშე.


როგორც ფერაძე აცხადებს, სანიკიძეს და მის გარემოცვას უკავშირდება პროფესიონალი კადრების დევნა, მასწავლებლებისა და დირექტორების რეპრესიები. "სანიკიძემ სამინისტროს აპარატში დატოვა და წაახალისა შაშკინისდროინდელი მაქინატორები, ცრუ “საქმის შემკერავები“რომლებიც ჩემ მიერ არერთხელ იყვნენ მხილებულნი, მაგლითადშიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე ონოფრიშვილი და ამავე დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი.  ამ ბირთვს ეყრდნობა თამარ სანიკიძე თავის შავბენელ საქმიანობაში და სწორედ მათ შეთითხნილ ცრუბრალდებებს ეწირებიან პროფესიონალი კადრები," ამბობს დავით ფერაძე.


ფერაძის თქმით, "თამარ სანიკიძემ და მისმა ბიუროკრატიულმა გარემოცვამ 2013 წლიდან დღემდე გაძარცვეს სახელმწიფო ბიუჯეტი დაუსაბუთებელი პრემიებით და დანამატებით, სამაგიეროდ მათ ვერ შეიმუშავეს მასწავლებელთა ანაზღაურების მოქნილი, ოპტიმალური  და მოტივაციის მომცემი სისტემა, ვერ მოახერხეს საბაზო ხელფასის მსყიდველობითუნარიანობამდე მიახლოება. უფრო მეტი: საქმე იქამდეცაა მისული, რომ პედაგოგები მათზე გაცემული სახელფასო დანამატების საფრთხის წინაშეც კი დგანან," აღნიშნავს დავით ფერაძე, რომელიც მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრება.


"თამარ სანიკიძის გადაყენებისთვის ჩვენ ვიძლევით მაქსიმუმ ერთი კვირის ვადას. ვიმედოვნებთ, რომ გაითვალისწინებთ საქართველოს სასკოლო საზოგადოების თქვენდამი კეთილგანწყობას, რომელიც ამ ეტაპზე არსებობს და  სანიკიძის ნულოვან რეიტინგს არ გადააყოლებთ ჩვენს ნდობას. თუ ერთ კვირაში სანიკიძეს არ ჩამოაშორებენ დაკავებულ თანამდებობას, მაშინ ჩვენ გადავსინჯავთ ნდობის საკითხს და დავიწყებთ  საპროტესტო აქციისთვის მზადებას," აცხადებს დავით ფერაძე.

 

კომენტარები: 1
#1   Julieta Janjghava
      
არაპროფესიონალთა ბუმია... თანამედროვე სკოლა მოთხოვნებს ვერ პასუხობს...კონკურსები ფორმალობააა
18 იანვარი 2016 07:57
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი