იაშვილის კლინიკაში, 30 ნოემბრიდან დღემდე H1N1 ვირუსის 19 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა
18-01-2016, 08:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

30 ნოემბრიდან დღემდე H1N1 ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 19 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ვანო ჩხაიძემ დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

"ბოლო კვირის განმავლობაში, შეიმჩნევა მატება, თუმცა თითქმის შემთხვევების იმ რაოდენობის მსგავსია, რაც 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში ფიქსირდებოდა. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მძიმედ მიმდინარე გრიპის შემთხვევებში მკურნალობის დროულად დაწყებას", - აღნიშნა ჩხაიძემ.

 

 

მისივე თქმით, ანტივირუსული პრეპარატები ეფექტურია დაავადების დაწყებიდან პირველი სამი დღის განმავლობაში. კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ურჩია მშობლებს, 38,5 გრადუსზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, ასევე თუ ბავშვს დაეწყო ძილიანობა, არ იღებს საჭმელს, ხოლო უფროსებს ახასიათებს თავის ტკივილი, სახსრის ტკივილი, ზოგიერთ შემთხვევაში პირღებინებაც, აუცილებლად მიმართონ ექიმს, ნუ დაელოდებიან სამი-ხუთი დღის გასვლას, რადგან გრიპის ვირუსის დროს მკურნალობის დროულად დაწყება მნიშვნელოვანია.

 

 

როგორც ჩხაიძემ განაცხადა, ამ მომენტისთვის იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 3 პატარა პაციენტი რჩება. კლინიკის სამედიცინო დირექტორის განცხადებით, აღნიშნული შემთხვევებიდან კლინიკის მხოლოდ 6 პაციენტს ჰქონდა ფილტვების ანთება, თუმცა ისინი სამკურნალოდ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოთავსებას არ საჭიროებდნენ. ყველა მათგანი ამ მომენტისათვის ბინაზეა გაწერილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი