პროექტში „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში" ჩართულმა ახალგაზრდებმა საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში ზაზა ფაჩულიას მხარდასაჭერი აქციები გამართეს. „დეპუტატებმა" ეროვნული ნაკრების კაპიტნის All-Star-ზე მოსახვედრად საზოგადოებას ხმის მიცემისკენ მოუწოდეს. დაიდგა Flash Mob-ები და გაიმართა მსვლელობები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში წარწერებით #NBAVote Zaza Pachulia.
მხარდასაჭერი ვიდეო მოამზადა თავად არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანი კანონი თავისუფლება", სადაც ორგანიზაციის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. ორგანიზაცია შეეცადა ვიდოეში წარმოეჩინა მოსახლეობის სრული მხარდაჭერის და საზოგადოების ყველა ფენის ჩართულობის აუცილებლობა.
„მნიშვნელოვანია ახალგაზრდები დაკავდნენ სპორტით და მათ შორის, კალათბურთით. ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა ახალგაზრდებში. ზაზა ფაჩულიას მხარდამჭერი აქციების ჩატარება არაერთ მიზანს ემსახურება. უმთავრესი მიზანი ეროვნული ნაკრების კაპიტნის All-Star-ზე მოხვედრაა, თუმცა სპორტის პოპულარიზაცია პირდაპირპროპორტიულად უწყობს ხელს ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდას. ჩვენი ორგანიზაცია „ადამიანი კანონი თავისუფლება" პროექტის „ახალგაზრდული საკრებულო 64 მუნიციპალიტეტში" ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 2000-ზე მეტ წევრს და 3000-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს. ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა ჩართულია ხმის მიცემის პროცესში და აქტიურად გულშემატკივრობს ზაზა ფაჩულიას. მხარდასაჭერი ვიდეო რგოლი სოციალურ ქსელში გავრცელდა, რითაც საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოვუწოდებთ" - აცხადებს ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჭულუხაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.