საკადრო ცვლილებები შსს-ში - თბილისის პოლიციის დეპარტამენტს გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს
18-01-2016, 08:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი – გიორგი ალადაშვილი წარუდგინა. გიორგი ალადაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრია. მან განათლება, ასევე, აშშ-ს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტსა და ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში მიიღო. მას სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს. 2014 წლიდან გიორგი ალადაშვილი საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშე იყო ავსტრიის რესპუბლიკაში.

 

 

დღესვე შინაგან საქმეთა მინისტრი რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ახლადდანიშნულ დირექტორებს შეხვდა. გიორგი მღებრიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო ამკაცრებს. შეხვედრაზე შს მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების კოორდინირებულ მუშაობაზე და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით ახალი დავალებები მისცა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი