"რეფორმატორები" მთავრობის მზაობას ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით მიესალმებიან
18-01-2016, 08:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რეფორმატორები" მთავრობის მზაობას ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით მიესალმებიან. პარტიის თავმჯდომარე პრემიერ-მინისტრს ღია მიმართვას უგზავნის და მთავრობას ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით, კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში რეკომენდაციების გაზიარებას სთავაზობს.


"გონივრული გადაწყვეტილება მიგიღიათ ბატონო პრემიერ–მინისტრო. წლების მანძილზე თქვენს წინამორბედს მოვუწოდებდი, რომ ბიზნესთან დაკავშირებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილების პროექტები განხილულიყო თავად სამეწარმეო საზოგადოებასთან, თუმცა მას ყოველთვის ჰქონდა უპასუხისმგებლო და არაადეკვატური დამოკიდებულება ოპონენტთა მიერ შეთავაზებული წინადადებების, მათ შორის რეკომენდაციების მიმართ. გასულ წელს ჩვენს მიერ მომზადებულ ანტიკრიზისულ გეგმაში არსებული პუნქტები მოიცავდა საგადასახადო კოდექსის იმდაგვარ რეფორმას, რომელიც უზრუნველყოფდა ხელოვნურად ორაზროვნად დეფინიცირებული მუხლების კორექტირებას, რომლის მთავარი მიზანიც მეწარმეების დაბნევა და საჭირო დროს მათი დაშანტაჟება გახლდათ. ამის გარდა, ჩვენ ზემოაღნიშნულ დოკუმნტში დეკლარირებული გვქონდა, რომ ნებისმიერი აუდიტორული შემოწმება უნდა ყოფილიყო სამართლიანი და მისი უვადოდ და ხანგრძლივად წარმოება წარმოადგენდა ნებისმიერი სამეწარმეო სუბიექტისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს. ,,რეფორმატორების'' შექმნილ ანტიკრიზისულ გეგმაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა ფინანსური ამნისტიის გამოცხადება არაღიარებული საგადასახადო ვალდებულებების ნაწილში, რომელიც დღემდე მძიმე ტვირთად აწევს მეწარმეებს და ზღუდავს ქვეყნის სამეწარმეო განვითარების პოტენციალს. მივესალმებით მთავრობის მზაობას ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, ხოლო რაც შეეხება ფინანსური პოლიციის საქმიანობის რეგლამენტაციას, მოგიწოდებთ, რომ იმსჯელოთ ამ ,,ტერორისტული'' დაწესებულების საერთოდ გაუქმებაზე, რომელიც თავიდანვე შექმნილი იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით: რომ საჭირო დროს ხელისუფლებას ჰქონოდა მეწარმეებზე ზეწოლის განხორციელების მექანიზმები. იქედან გამომდინარე, რომ თქვენს მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები შესაბამისობაში მოდის ჩვენი პოლიტიკური პარტიის ანტიკრიზისულ გეგმასთან, ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ თქვენი დაინტერესების შემთხვევაში, მთავრობას კონსტრუქციული დიალოგის ფორმატში გავუზიაროთ რეკომენდაციები." - ნათქვამია ირაკლი ღლონტის ღია მიმართვაში.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი