ორთაჭალის ავტოსადგურიდან გაბრიელ ბერის სახელობის ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა 90 დღის განმავლობაში შეიზღუდება, - ინფორმაციას ამის შესახებ დედაქალაქის მერია ავრცელებს.
"19 იანვარს, 08:00 საათიდან, გულიას სახელობის ხიდის რეაბილიტაციის გამო, ორთაჭალის ავტოსადგურიდან გაბრიელ ბერის სახელობის ქუჩის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა 90 დღის განმავლობაში შეიზღუდება. დაზიანებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, კომპანია "ენ სი სი" აწარმოებს. სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულებით 150 დღით განისაზღვრა", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.