გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტზე: პიროვნული ურთიერთობები უნდა გადავდოთ გვერდზე
18-01-2016, 11:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ფიქრობს, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა აღარ უნდა იყოს მითქმა-მოთქმის საგანი. ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.  

 

 

"ვფიქრობ, მიუხედავად ოპონენტების შესაძლო განსხვავებული მოსაზრებისა, ვერავინ გაექცევა იმის აღიარებას, რომ საქართველოში სახეზე გვაქვს ინსტიტუციონალური დემოკრატიის მშენებლობის ძალიან პოზიტიური პროცესი. რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში, მე მგონია, რომ საერთოდ ეს საკითხები აღარ უნდა იყოს რაღაც მითქმა-მოთქმის და დღის მთავარი თემების საგანი. მე მგონია, რომ საქართველოში არსებობს ინსტიტუციები და მათ უნდა იმოქმედონ ისე, როგორც ინსტიტუციებს შეეფერება და აქ პიროვნული ურთიერთობები უნდა გადავდოთ გვერდზე. ვფიქრობ, ეს ასე უნდა იყოს. იმისთვის, რომ დავამშვიდოთ სიტუაცია, მაქსიმალურად დავწიოთ პოლიტიკური ტემპერატურა და კონცენტრირება მოვახდინოთ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი