მაია ნიკოლეიშვილი: ინფორმაციას, რომ თითი მოჭრილია და მიკერებული, ნამდვილად ვერ დავადასტურებ
18-01-2016, 12:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინფორმაციას, რომ თითი მოჭრილია და მიკერებული, ნამდვილად ვერ დავადასტურებ, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა ჟურნალისტებს ბიძინა კუჭავას ცხედრის გარეგანი დათვალიერების შემდეგ განუცხადა.

 

"მარჯვენა საფეთქლის მიდამოდან კანი ამოჭრილია ექსპერტის მიერ, მარცხენა ქვედა კიდურიდან ასევე ამოჭრილია კანის საკმაოდ დიდი ზომის პრეპარატები. ჩვენ ვნახეთ საკმაოდ სახეშეცვლილი დაზიანებები, აქედან გამომდინარე, დღეს იმით, რაც ვნახეთ, მსჯელობა იმის შესახებ, რით არის დაზიანებები მიყენებული ან სროლის მანძილი როგორია, გამორიცხულია. იმედი მაქვს, გამოძიება მოგვცემს საშუალებას მონაწილეობა მივიღოთ ამ პრეპარატების კვლევაში, მიკროსკოპული კვლევაც იქნება, რითაც ხანდაზმულობაც შეიძლება დადგინდეს და სროლის მანძილიც. უმარავი მოქმედებაა ჩასატარებელი, სანახავია მანქანა, სადაც სისხლის კვალებია, უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში, სად არის განლაგებული და როგორ. ეს ყველაფერი ასაწყობია. ინფორმაციას, რომ თითი მოჭრილია და მიკერებული, ნამდვილად ვერ დავადასტურებ, მაგრამ დაზიანება ნამდვილად არის ფეხის თითზე. პრეპარატი თითიდან ამოჭრილია, ამიტომ ჯერ ვერ ვისაუბრებ. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დაზიანება თითზე ნამდვილად სიცოცხლის დროინდელია", - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი