ჩემთვის საპატიოა იმ ძალისხმევის გაგრძელება, რომლის მიზანია ღია და ანგარიშვალდებული მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც მის დამქირავებელს, ანუ ხალხს უსმენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ლიდერთა განვითარების აკადემიის დაარსების ცერემონიაზე გამართული დებატების დაწყებამდე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ჩემთვის საპატიოა იმ ძალისხმევის გაგრძელება, რომელიც კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ" წამოიწყო 2012 წელს. ამ ძალისხმევის მიზანია ღია და ანგარიშვალდებული მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც მის დამქირავებელს, ანუ ხალხს უსმენს. ბოლო წლების და არა მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია სტაბილურ წინსვლას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით, ხოლო ჩვენმა წარმატებებმა კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მმართველობის სფეროებში საერთაშორისო აღიარება ჰპოვა. ჩვენმა მთავრობამ უზრუნველყო კონტროლისა და ბალანსის ქმედითი სისტემა. გარდა ამისა, ჩვენ განვახორციელეთ მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია. რეგიონში არასტაბილური მდგომარეობის ფონზე ჩვენმა რეფორმებმა მოგვცა ეკონომიკური ზრდისა და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების შესაძლებლობა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ–მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ქვეყნის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების საშუალება მიეცემათ. დისკუსიაში, რომელიც სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრის (CDDRL) და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით მოეწყო, მონაწილეობდნენ სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა და მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი დევიდ კრამერი. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატები, ბიზნესმენები, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.