პატიმარი ბესელიას: რის მიღწევას ცდილობს ზვიად ქორიძე? არ მესმის ამ ვაჟბატონის და მისი ნამუსის
18-01-2016, 23:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პატიმრების წერილების გამოქვეყნება დაიწყო. პირველი წერილი უკვე განთავსდა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში," მის ოფიციალურ გვერდზე. წერილში, რომლის ავტორი ბ. ანთიაა, პატიმარი შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძეს აკრიტიკებს და ბესელიას მხარდაჭერას უცხადებს.

 

 

"ქალბატონო ეკა, ტელეეთერის საშუალებით რაღაც აბსურდულ ბრალს რომ გდებენ თქვენ და ქ-ნ მანანა კობახიძეს, თითქოსდა თქვენ ახდენდით ზეგავლენას ჩვენს წინაშე მყოფ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძეზე. კონკრეტული პატიმრების შეწყალების თაობაზე, საერთოდ არ მესმის ბატონი ზვიადის და მისი ნამუსის. ამით რის მიღწევას ცდილობს, ეს ვაჟბატონი პროკურატურით?", - ნათქვამია წერილში, რომელიც ადამიანის უფლებათა კომიტეტის მტკიცებით, პატიმარმა ბ. ანთიამ ეკა ბესელიას გაუგზავნა.

 

 

გამოქვეყნებულ წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მას არ ესმის რატომ ზის საპატიმროში. ანთია ამტკიცებს, რომ ქორიძემ ის ოთხჯერ დატოვა პატიმრობაში. ანთია ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართავს, მისი საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი