სამების საკათედრო ტაძარში წყლის კურთხევა მიმდინარეობს
19-01-2016, 04:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში ამ წუთებში წყლის კურთხევა მიმდინარეობს. წყალკურთხევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელთმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს.

 

 

ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით წყალკურთხევის დროს პატრიარქი ჯვარს წყალში სამჯერ ჩაუშვებს, როგორც ეს მოხდა უფლის იორდნეში ჩასვლისას. ნაკურთხი წყალი შემდეგ ტაძარში მყოფ მრევლს შორის განაწილდება. პატრიარქი ნაკურთხი წყლით სამების ტაძარს აკურთხებს.

 

 

ხატებს, საპატრიარქო ტახტს და საკურთხეველს აკურთხებს და მრევლს ასხურებს. დღესასწაულთან დაკავშირებით სამების ტაძარში საღმრთო ლიტურგია დასრულდა. წყალკურთხევის რიტუალის შესრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და დღევანდელ დღეს მიულოცავს. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი