ჩინეთის ეკონომიკა 2015 წელს 6.9%-ით გაიზარდა, 2014-ში კი ზრდა 7.3%-ს შეადგენდა. ჩინეთის ეკონომიკურმა ზრდამ მეოთხედ საუკუნეში ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი შეადგინა. ამის შესახებ BBC წერს.
ჩინეთის ზრდა, რაც აღქმული იყო გლობალური ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად, ინვესტორების მთავარ საწუხარს წარმოადგენს მთელი მსოფლიოს გარშემო.
პეკინმა მსოფლიოს სიდიდით მე-2 ეკონომიკის ზრდის სამიზნედ 7% დაისახა. ჩინეთის პრემიერმა ლი ქექიანგმა განაცხადა, რომ შესუსტებული ზრდა მისაღები იქნებოდა იმ პირობებში თუ კი ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნებოდა, მაგრამ ზოგიერთი მიმომხილველი ამბობს, რომ ჩინეთის ეკონომიკური ზრდა ფაქტობრივად უფრო სუსტია, ვიდრე ამას ოფიციალური მონაცემები გვთავაზობს, მიუხედავად იმისა, რომ პეკინი ციფრების გაბერვას უარყოფს.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ნებისმიერი ზრდა, რაც 6.8 პროცენტზე დაბალი იქნება, მომავალი ეკონომიკური სტიმულირების საკითხს დააზარალებს. ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს თანახმად კი 2015 წლის ბოლო კვარტალში, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 6.8%-ზე დაბალი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.