დავით ნარმანია: პრემიერისა და ჩემი მოსაზრებები არის აბსოლუტურად იდენტური, რომ პროექტები დროში სწრაფად უნდა განვახორციელოთ
19-01-2016, 05:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პრემიერ მინისტრთან გუშინდელ შეხვედრაზე დავით აღმაშენებლის გამზირისა და მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტზე ისაუბრეს. დავით ნარმანიამ თქვა, რომ პრემიერისა და მისი მოსაზრებები არის აბსოლუტურად იდენტური, რომ პროექტები დროში სწრაფად უნდა განხორცილდეს.

 


ნარმანიას თქმით, აღნიშნული პროექტის გარდა შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო სხვა პროექტებთან დაკავშირებითაც, რომლის განხორციელება "თბილისის განვითარების ფონდს" წელს მოუწევს.

 

 

"პრემიერისა და ჩემი მოსაზრებები არის აბსოლუტურად იდენტური, რომ პროექტები დროში სწრაფად უნდა განვახორციელოთ და მეორე მხრივ, ხარისხზე არ უნდა იქონიოს გავლენა. რამდენიმე პროექტი იქნება მნიშვნელოვანი, რომელთა განხორციელების წინამოსამზადებელი სამუშაოები ჩვენ დავიწყეთ და სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს. ეს იქნება აღმაშენებლის გამზირის მეორე ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის ჩათვლით, ასევე გუდიაშვილის მოედნის სამუშაოები. ასევე მიმდინარეობს სამუშაოები ღვინის აღმართზე, რომელიც გაზაფხულზე დასრულდება, ისევე როგორც რამდენიმე ხიდის აღდგენის პროექტი ხორციელდება. ზამთრის სეზონის დასრულების შემდეგ დაზიანებული გზების აღდგენის პროექტებს დავიწყებთ. ასე, რომ წელი დატვირთული იქნება პროექტებით, არ მოვასვენებთ არც ერთ სამსახურს, დღე და ღამე ვამუშავებთ, რათა მაქსიმალურად დროულად და ხარისხიანად გავაკეთოთ ყველა პროექტი," განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

დედაქალაქის მერის თქმით, გუშინდელ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრთან ასევე ითქვა, რომ კომპანიები, რომლებიც ტენდერში გაიმარჯვებენ, მათ მიმართ გამკაცრდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზომები, რათა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საქმეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი