დედაქალაქის მერი, ავტობუსების შემოყვანის საკითხზე საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა. დავით ნარმანიას თქმით, ახალი ავტობუსების შესაძენად ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
„უმჯობესია ოპოზიციამ განმარტებები გააკეთოს იმაზე, ამდენი ხანი რატომ ვერ მოაგვარეს ავტობუსების პრობლემა, როდესაც მმართველობაში იყვნენ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ აბსოლუტურად გაუბედურებული პარკი გადმოგვაბარეს და ყოველდღიურად მწყობრიდან გამოდის ავტობუსები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაჩქაროთ წინამოსამზადებელი სამუშაოები და გამოვაცხადოთ ტენდერი. საბოლოო ფაზაა ტენდერის გამოცხადებამდე და მას უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.