ხამენეი მიესალმა ირანისთვის სანქციების მოხსნას, მაგრამ მოუწოდებს ერს, იყოს ფრთხილი აშშ-ს "სიცრუისა და მუხანათობისადმი"
19-01-2016, 11:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლაჰ ალი ხამენეი მიესალმა ირანის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების მოხსნას, მაგრამ განაცხადა, რომ თეირანი უნდა დარჩეს ფრთხილი მის ძველ მტერთან, შეერთებულ შტატებთან. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

 


ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ხამენეიმ პრეზიდენტ ჰასან რუჰანის წერილი გაუგზავნა, სადაც ულოცავს ბირთვული შეთანხმების განხორციელებას, რის შედეგადაც შეერთებული შტატების, ევროკავშირის და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სანქციები შაბათ-კვირას მოიხსნა.

 

 

მის პირველ კომენტარში, მას შემდეგ რაც შეთანხმება ძალაში შევიდა, ირანის უმაღლესმა ხელისუფალმა ნათლად განაცხადა, რომ ვაშინგტონს ჯერ კიდევ ეჭვის თვალით უნდა შეხედონ. მან არ ახსენა პატიმართა გაცვლის გასაკვირი ფაქტი, რომელიც ასევე გასულ შაბათ-კვირას მოხდა.

 

 

„არაერთგზის გავიმეორებ, რომ საჭიროა ვიყოთ ფრთხილად მედიდური ქვეყნების, განსაკუთრებით შეერთებული შტატების სიცრუისა და მუხანათობისადმი, ამ (ბირთვულ) და სხვა საკითხებზე,“ განაცხადა ხამენეიმ.

 

 

„იყავით ფრთხილად, რომ მეორე მხარე სრულად შეესაბამება თავის ვალდებულებებს. კომენტარები, რომელიც ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსის მხრიდან, ბოლო 2-3 დღეში გაკეთდა, საეჭვოა,“ დაამატა მან.

 

 

შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კანდიდატებმა რესპუბლიკური პარტიიდან გააკრიტიკეს შეთანხმება და ზოგიერთი ირანელი ოფიციალური პირი შიშობს, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა შეცვალოს პოზიცია მას მერე, როცა ბარაქ ობამა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ თეთრ სახლს დატოვებს.

 

 

ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის მეგობრული ურთიერთობების განახლებისა და უფრო ფართო მიმართულებით დათბობის იმედი კვირას დაინგრა, როცა ვაშინგტონმა ახალი სანქციები დააწესა იმ კომპანიებისა და ინდივიდებისადმი, რომელნიც ირანის ბალისტიკური რაკეტების გამოცდის პროგრამაში იყვნენ ჩართულნი. ამ ნაბიჯმა კი ირანის ოფიციოზში ამერიკისადმი გაბრაზება წარმოშვა. 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი