ჩრდილო კორეის მეცნიერებმა "ნაბახუსევისაგან თავისუფალი" ალკოჰოლური სასმელი გამოიგონეს. ამის შესახებ BBC "ფხენიან თაიმსზე" დაყრდნობით წერს.
სახელმწიფო გაზეთი აცხადებს, რომ "რბილი" სპირტიანი სასმელი გაღვიძებისას უსიამოვნო დაღმეჭილობისაგან თავს დაგაღწევინებთ, მიუხედავად იმისა, რომ სასმელი 30%-40% ალკოჰოლს შეიცავს.
აღნიშნული სასმელი მზადდება ადგილობრივი ჟენშენისგან, რომლის სახელწოდებაცაა ინსამი და წებოვანი ბრინჯი, რომლის ორგანული ფერმერული მეთოდით კულტივაცია ხდება.
როგორც BBC წერს, ჩრდილო კორეის მედია ცნობილია თავისი საკვირველი მტკიცებულებებით, როდესაც საკითხი ქვეყნის შიდა მიღწევებს ეხება. გასულ წელს, ჩრდილო კორეულ პრესაში დაიბეჭდა წერილი, რომლის მიხედვითაც ინსამის მცენარის შემცველობის პროდუქტებმა შესაძლოა, რომ თვით შიდსიც კი განკურნოს.
"სამედიცინო ეფექტურობით უმაღლესი"
"ფხენიან თაიმსი" ამბობს, რომ ახალი ალკოჰოლი "ეროვნულ სურნლებას გამოყოფს", თან ისე რომ მომდევნო დილას არ აჩლუნგებს ეროვნულ მხურვალებას. გაზეთის თანახმად, სპირტიანი სასმელი მაღალ დონეზე შეაფასეს ექსპერტებმა და სმის მოყვარულებმა. საგაზეთო წერილი, სათაურით, "ლიქიორი, ეროვნული ხარისხის დაცვისათვის გემოს უმაღლეს მედალს იგებს", გვამცნობს რომ ელექსირის შესაქმნელად ტაედონგანგის საკვების ქარხანა წლების განმავლობაში მუშაობდა.
სასმელი წარმოიქმნება კაესონგ კორიო ინსამისაგან - ბუნებრივი ბალახისაგან, რომელსაც სამედიცინო თვისებები გააჩნია. "ფხენიან თაიმსის" თანახმად, შაქრის დამწვარი, წებოვანი ბრინჯით შეცვლა სასმელს აცილებს ინსამის სიმწარეს და რაც გადამწყვეტია, ნაბახუსევს.
"კორიო ლიქიორი, რომელიც 6 წლის კაესონგ კორიო ინსამისაგან არის დამზადებული, ცნობილი როგორც უმაღლესი სამედიცინო ეფექტის მქონე, და დამწვარი ბრინჯი, მაღალ დონეზეა ექსპერტებისა და სასმელის მოყვარულებისაგან შეფასებული, რადგანაც ის არის რბილი და არ იწვევს ნაბახუსევს," წერია საგაზეთო სტატიაში, რომლის მიხედვითაც, ლიქიორი უკვე დარეგისტრირდა, როგორც "ეროვნული მეცნიერებისა და ტექნოლოგიის წარმატება".
ანდრეი აბრამიანმა, რომელიც ბიზნესის გამო ჩრდილო კორეას სტუმრობს ხოლმე, დიდ ბრიტანეთში დაფუძნებულ ახალი ამბების ჩრდილო კორეულ ვებგვერდს უთხრა, რომ ინსამის ლიქიორი "კარგია", მაგრამ მას ის არც ისე ძალიან მოსწონს, რადგან მისი გემოსაგან არც ისე დიდ სიამოვნებას იღებს.
"ჩრდილო კორეაში არაერთი მაღალი ხარისხის ლიქიორი მზადდება, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, სადმე მსოფლიოში ნაბახუსევისაგან თავისუფალი სასმელი არსებობდეს, მეეჭვება," თქვა მან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.