გარდაბნის რიგგარეშე არჩევნებს ოპოზიციური პარტიების ნაწილი ბოიკოტს უცხადებს
20-01-2016, 00:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი 28 იანვარს დაგეგმილ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. როგორც ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ბოიკოტის მიზანია, ხელისუფლების პოლიტიკური იძულება, არსებული საარჩევნო სისტემა შეცვალოს.

 

 

"ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" და მასში შემავალმა პოლიტიკურმა პარტიებმა, კერძოდ, "ქართულმა ოცნებამ" "რესპუბლიკურმა პარტიამ" "კონსერვატიულმა პარტიამ" "მრეწველებმა" და "ეროვნულმა ფორუმმა" არ შეასრულეს ამომრჩევლისთვის მიცემული ერთ-ერთი უმთავრესი დანაპირები, რომელიც საარჩევნო სისტემის ძირეულ ცვლილებას შეეხებოდა. მესამე წელია, სახელისუფლებო კოალიცია პოლიტიკურ ოპოზიციასთან კონსულტაციებს ყველანაირად გაურბის, რითაც იგნორირებას უკეთებს ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის არაერთ რეკომენდაციას, საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე. იმის გამო, რომ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" მოატყუა ამომრჩეველი და ხელისუფლებაში ყოფნის გასახანგრძლივებლად გადაწყვიტა შეინარჩუნოს და მოირგოს არსებული უსამართლო, ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა; იმის გამო, რომ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციის გათვალისწინებაზე, საარჩევნო გარემოს რეფორმირებასთან დაკავშირებით; იმის გამო, რომ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა ესაუბროს ოპოზიციას, არასამთავრობო სექტორს. შესაბამისად უარი თქვა პოლიტიკურ კონსესუსზე, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, ბოიკოტი გამოვუცხადოთ 2016 წლის 28 იანვარს დანიშნულ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

განცხადებაზე ხელმომწერი პარტიები ყველა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიას მოუწოდებენ, წინამდებარე დოკუმენტს შემოუერთდეს. "დავტოვოთ ხელისუფლება მარტო, რათა მთელმა საზოგადოებამ დაინახოს კოალიცია "ქართული ოცნების" რეალური სახე, რომლითაც იგი უკვე ძალიან ჰგავს საბჭოთა ეპოქის კომუნისტურ პარტიას. ხოლო ყველა ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელიც უარს იტყვის ბოიკოტის რეჟიმზე და გადაწყვეტს ხელისუფლებას მაშველი რგოლი გადაუგდოს, მოახდენს თვითლუსტრირებას და შეფასდება, როგორც ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფი პოლიტიკური ძალა. ბოიკოტის მიზანია, ხელისუფლების პოლიტიკური იძულება, შეასრულოს საკუთარი დანაპირები, მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით შეცვალოს არსებული საარჩევნო სისტემა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უზრუნველყოს, კონკურენტული და სამართლიანი საარჩევნო გარემო", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი ოპოზიციური პარტიები: "ახალი მემარჯვენეები", "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა", "ევროპელი დემოკრატები", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", "თავისუფალი საქართველო", "თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა", "ლეიბორისტული პარტია", "რეფორმატორები", "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის", "ტრადიციონალისტთა კავშირი", "ქრისტიან-დემოკრატიული პარტია" და "ძალოვან ვეტერანთა პოლიტიკური მოძრაობა".

 

 

საქართველოს პრეზიდენტის 2015 წლის 9 დეკემბრის N09/12/01 განკარგულების საფუძველზე, გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები 2016 წლის 28 იანვარს გაიმართება.

 


რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, გარდაბნის პირდაპირი წესით არჩეული გამგებლის, გარსევან ნიორაძის გარდაცვალებამ განაპირობა.

 


კანონის მიხედვით, რიგგარეშე არჩევნებში გამგებელი შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით აირჩევა. სულ დარეგისტრირებულია  სამი პოლიტიკური პარტია, ესენია: კოალიცია „ქართული ოცნება“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი