კახა კალაძე: თუ რუსეთიდან დამატებითი მოცულობის გაზს არ შემოვიტანთ, ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდა მოგვიწევს
20-01-2016, 01:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის თქმით, თუკი საქართველო ბაზარზე „გაზპრომისგან“ დამატებითი მოცულობის გაზს არ შეიძენს, იძულებული იქნება თბოსადგურები გათიშოს, ამ შემთხვევაში კი ელექტროენერგიის დეფიციტი გაჩნდება. მისივე თქმით, აღნიშნული დეფიციტის შევსება კვლავ რუსეთიდან მოგვიწევს, რაც ტარიფის ზრდას გამოიწვევს.

 

„ჩვენ თუ არ გექნება შესაბამისი ბუნებრივი აირი, მოგვიწევს თბოსადგურების გაჩერება, მოგვიწევს რუსეთიდან დამატებით ელექტროენერგიის წამოღება, ეს რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაზრდის ხარჯებს, დაახლოებით 70-80 აშშ დოლარით და ეს შემდეგ ისევ ტარიფში უნდა ავსახოთ და ჩვენს მოსახლეობას მოუწევს დაახლოებით 4-5 თეთრით მეტი გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური.“ - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

მისივე თქმით, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის მომგებიანი მდებარეობა, რაც გაგვაჩნია, რადგან რუსეთს შეუძლია გარკვეული ინვესტიციების განხორციელების შემდეგ სომხეთს, მისთვის საჭირო ბუნებრივი აირი ირანის გავლით მიაწოდოს. აღნიშნული კი საქართველოსთვის წამგებიანი იქნება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი