ნავთობის ფასის დაცემის გამო, აზერბაიჯანი ბიუჯეტის გადახედვას გეგმავს. მასში ერთი ბარელი ნავთობის ფასი 30 დოლარზე იქნება გათვალისწინებული. BBC -ს ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, ელმან რუსტამოვმა განაცხადა.
"ახლა ეს ჩვენი მთავარი მიზანია მანათის სტაბილიზაციისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობისათვის", - განაცხადა რუსტამოვმა. აზერბაიჯანის, ისევე როგორც რუსეთის ამ წლის ბიუჯეტის შედგენისას გათვალისწინებული იყო, რომ ერთი ბარელი ნავთობის ფასი 50 დოლარი იქნებოდა. თუმცა, მასზე ფასი 30 დოლარამდე და უფრო დაბლაც კი დაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე ქვეყანამ ბიუჯეტის გადახედვაზე დაიწყო მსჯელობა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნავთობის ფასების მკვეთრი შემცირების გამო აზერბაიჯანის ეროვნული ვალუტა აშშ-ს დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად გაუფასურდა.
აღნიშნულის გამო გუშინ აზერბაიჯანის მთავრობამ ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გატანაზე შეზღუდვა დააწესა. გასულ კვირას კი ვალუტის გადამცვლელი ჯიხურებიც დაიხურა. შეზღუდვა დაწესდა მანათის დოლარში გადახურდავებაზეც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.