დავით ბაქრაძე: მზად ვართ პრემიერს გადავცეთ გეგმა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან
20-01-2016, 02:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მზად ვართ გადავცეთ ხელისუფლებას გეგმა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა კრიზისიდან და როგორ უნდა გაუმჯობესდეს ამ ქვეყანაში გაჭირვებული ოჯახების მდგომარეობა“ - აღნიშნული განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

 


“ბოლო სამი წლის განმავლობაში, „ქართული ოცნების და ივანიშვილის მთავრობის მიერ დაშვებულმა უხეშმა შეცდომებმა, ერთიანი ეკონომიკური ხედვის არარსებობამ, უნიათობამ, მავნებლურმა რეგულაციებმა საქართველო შეიყვანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისში. რისი შედეგიც გახლავთ ლარის გაუფასურება, ეკონომიკური ზრდის შეჩერება და ათი ათასობით ოჯახის უფრო მეტ სიღარიბეში ცხოვრება.

 


სამწუხაროდ, მთავრობა დღემდე არ აღიარებს ეკონომიკურ პრობლემებს და დღემდე ხელისუფლებას არ წარმოუდგენია ერთიანი, გააზრებული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს გამოყვანა ეკონომიკური კრიზისიდან. რა თქმა უნდა, საბოლოო გამოსავალი ამ ყველაფრიდან გახლავთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მშვიდობიანი და პოლიტიკური გზით დასრულება და ეს აუცილებლად მოხდება წელს. მაგრამ არჩევნებამდე დარჩენილია 9 თვე, სწორედ ამიტომ ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციას აუცილებლად მიგვაჩნია ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ არჩევნებამდე დარჩენილ 9 თვეში შეჩერდეს ქვეყნის ეკონომიკური უკუსვლა, შეჩერდეს ჩვენი ხალხის გაღარიბება.

 


ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ პრემიერ კვირიკაშვილს და გავაცნოთ მას ის ეკონომიკური გეგმა, რომელსაც წლების მანძილზე წარვუდგენთ საზოგადოებას. შეგახსენებთ, რომ უმცირესობასთან შეხვედრის დროს, მთავრობის დამტკიცებამდე, პრემიერმა გამოთქვა მზადყოფნა რომ შეხვედროდა ოპოზიციას და ჩვენთან ერთად განეხილა ანტიკრიზისული გეგმა. თუ მისი ეს სიტყვები იყო რეალური განზრახვა და არამხოლოდ სიტყვები სიტყვებისთვის, ჩვენ მზად ვართ ასეთი შეხვედრისთვის, ჩვენ მზად ვართ ძალიან საქმიანი დიალოგისთვის“ - აღნიშნა ბაქრაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი