კუჭავას ოჯახის ადვოკატი: პროკურორ ვახტანგ ქირიასა და ბიძინა კუჭავას გარდაცვალება წინასწარ დაწერილი სცენარია
20-01-2016, 02:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროკურორ ვახტანგ ქირიასა და ბიძინა კუჭავას გარდაცვალება წინასწარ დაწერილი სცენარია, - ამის შესახებ ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ დავით პოპოვი, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბიძინა კუჭავას თვითმკვლელობის მომენტში მასთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდა, გუშინ სუს-მა კუჭავას ადვოკატებთან მიაგზავნა. კერძოდ, ნათია კორკოტაძის თქმით, დავით პოპოვი თავად დაუკავშირდა კუჭავების ოჯახს და სთხოვა, რომ ადვოკატებთან შეხვედრაში დახმარებოდა.

 

 

"მე მომცეს ოჯახის წევრებმა მისი ნომერი, გადავურეკე პოპოვსა და ვთხოვე შეხვედრა. დრო რამდენჯერმე შეიცვალა, საბოლოოდ დიღომში, მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე შევთანხმდით. იგი მოვიდა, პალტო შეხსნილი ჰქონდა, სადაც დავინახე შნურები და ვუთხარი, რომ ბატონო დავით, თქვენ ჩამწერი მოწყობილობა გაქვთ დამონტაჟებული. მან ეს უარყო და პალტო შეიკრა. შემდეგ დავინახე პერანგის ღილზე როგორ ჰქონდა ვიდეოთვალი. იგი გვეუბნებოდა მე და ჩემს კოლეგებს, რატომ დამიბარეთო. მე მას ვუთხარი, რომ შეხვედრის ორგანიზატორი თავად იყო, თუმცა უხეში ტონით ამბობდა, რატომ დამიბარეთო. მანამდე კი სანამ მოვიდოდა, მითხრა, რომ იყო საბურთალოზე და მაშინვე ვიეჭვე, რომ იგი სუს-ის შენობაში იმყოფებოდა", - განაცხადა ნათია კორკოტაძემ.

 

 

კოტრიკაძის თქმით, თუკი დავით პოპოვი ადვოკატებთან შეძლებდა ფარული ჩანაწერის მომზადებას, იგი ამას სუს-ში მიიტანა და შესაძლოა ადვოკატების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც დამდგარიყო, თითქოს მათ პოპოვზე ზემოქმედება ან ზეწოლა მოახდინეს.

 

 

კუჭავას ოჯახის ადვოკატი საუბრობს ასევე მკვლელობების დადგმულ სცენარზე და აცხადებს, რომ არ შეიძლება შს მინისტრის მოადგილეს, არჩილ თალაკვაძეს და ზოგადად გამოძიებას ზედმიწევნით სცოდნოდა როგორ მოკლა ვახტანგ (პაატა) ქირია ბიძინა კუჭავამ აბაზანაში, შემდეგ როგორც დაცალა სისხლისგან და როგორ გამოიყენა ამ ყველაფრისთვის ე.წ. ბარგალკა, რომელმაც შემდეგ თითი დაუზიანა.

 

 

"ეს დეტალები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება სცოდნოდათ მათ, თუკი ბინაში სადაც ქირია მკვდარი იპოვეს, დამონტაჟებული იყო ვიდეოთვალი ან ამ ყველაფერს ესწრებოდა პოპოვი. ასეთ შემთხვევაში პოპოვის და მისი მეუღლის მიმართ მინიმუმ დანაშაულის დაფარვისთვის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს", - განაცხადა ნათია კორკოტაძემ.

 

 

ადვოკატის თქმით, უამრავი შეკითხვა არსებობს თუნდაც იმასთან დაკავშირებით რომ პაატა ქირიას სახელი უკავშირდება ე.წ. კასრების საქმეს. ადვოკატის თქმით, შეეცდება ნაწილობრივ აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხი თბილისის პროკურორ მიხეილ შაყულაშვილთან დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე გაეცეს. რაც შეეხება დავით პოპოვის მიერ გუშინ ნახსენებ გოჩა კუჭავას, ნათია კორკოტაძემ მისი ვინაობაც განმარტა და აღნიშნა, რომ გოჩა კუჭავა არის ბიძინა კუჭავას ბიძაშვილი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს. გოჩა კუჭავა ერთ-ერთი იყო, ვისაც ბიძინა კუჭავა ესაუბრა გარდაცვალების დღეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი