ლევან ბერძენიშვილი: საქართველოს ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ნახევარი მილიონი გაუთხოვარი ქალია
20-01-2016, 03:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველო ევროპას ყველაზე უკუღმართული გზით ემსგავსება – გოგოები გვიან აპირებენ გათხოვებას, - ამის შესახებ "რესპუბლიკელმა" დეპუტატმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბერძენიშვილმა პარლამენტში სტაჟიორებთან და პრაქტიკანტებთან შეხვედრისას განაცხადა. სტუდენტებთან საუბრისას ბერძენიშვილი გენდერული ბალანსის თემას და ქორწინების საკითხს შეეხო.


"საქართველოს ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ ნახევარი მილიონი გაუთხოვარი ქალია. ეს ძალიან ბევრია. აქედან გამოსავალს მე ვერ გიკარნახებთ. გასაგებია, რომ მრავალცოლიანობას ვერ შემოვიღებთ, თუმცა ქართველი კაცები ამ საქმის მოსაგვარებლად მზად იყვნენ – გარკვეული ხერხით ამას ცდილობენ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალში ეს ბალანსი შეიცლება. საქართველო დაბალქორწინებიანი ქვეყანაა. იგი ევროპას ყველაზე უკუღმართული გზით ემსგავსება – გოგოები გვიან აპირებენ გათხოვებას. ევროპაში გარკვეულია ეს რატომ მოხდა – მუშაობენ და არ უნდათ კარიერაზე უარი თქვან. შვეიცარიაში კაცს ცოლის მოყვანა რომ უნდა, ქალები ეუბნებიან: არ მცალია ამისთვის. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე დიდი უცნაურობაა – ქალთან ერთად წლების განმავლობაში ხარ და რომ უთხრა, მიყვარხარო, იმ წუთას დაკარგავ, რადგან სწორედ ეგ არ უნდათ – სიყვარულობა, ურთიერთობა – ისე რაც გინდა და როგორც გინდა... ოღონდ სიყვარულობა და ასეთი რამეები არა", - აცხადებს ბერძენიშვილი.


ლევან ბერძენიშვილი კიდევ ერთ სტერეოტიპს შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოში ერთგულება ქართული ფენომენი ჰგონიათ. მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ცოლ-ქმრული ღალატის შემთხვევაში, ოჯახი აუცილებლად დაინგრევა, ხოლო საქართველოში - არავითარ შემთხვევაში და "ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ღალატი არასწორი მხრიდან მომდინარეობს".

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი