იოსებ შატბერაშვილი: ხეთაგურის სახით "სოკარის" წილში ზის მიხეილ სააკაშვილი, ამიტომ არის ასეთი გაცოფებული "ნაციონალური მოძრაობა"
20-01-2016, 03:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"მემარცხენე ალიანსის" გენერალური მდივნი იოსებ შატბერაშვილი აცხადებს, რომ ენგერგეტიკის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური "სოკარის: თანამშრომელია და სწორედ ხეთაგურის სახით "სოკარის" წილში ზის მიხეილ სააკაშვილი და ეს არის იმის მიზეზი, თუ რატო არის "გამხეხცებული და გაცოფებული "ნაციონალური მოძრაობა".


"მემარცხენე ალიანსის" გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს გაუჩნდა ისტორიული შანსი, მისი ენერგოუსაფრთხოება მხოლოდ ერთ ქვეყანაზე არ იყოს დამოკიდებული. შატბერაშვილი აცხადებს, რომ გაჩნდა იმისი შანსი, რომ რუსეთიდან "გაზპრომის" მეშვეობით, რომლისგანაც საქართველო გაზს ტრანზიტისათვის იღებს, მიიღოს დამატებითი გაზი. შატბერაშვილის თქმით, ეს გამოიწვევს ბუნებრივ კონკურენციას და საქართველოში გაზის ტარიფის დაწევას. ამით სარგებელში დარჩება ქვეყნის მოსახლეობა.


შატბერაშვილმა აღნიშნა, რომ ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვერ მოახერხა პოლიტიკური სიმტკიცის გამოჩენა და "გაზპრომის" გენერალურ დირექტორთან ალექსი მილერთან ვერ შეძლო მოლაპარაკებების გამართვა. ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის და პირველ რიგში "ნაციონალური მოძრაობის" გამო, რადგან "ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე მეტად არ აწყობს საქართველოში არა მარტო რუსული, არამედ სხვა რომელიმე გაზის შემოსვლა. "ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი ალეკო ხეთაგური არის "სოკარის" წილში. არა მარტო "სოკარის" წილშია, "სოკარის" თანამშრომელია და "სოკარის" ოფისში მუშაობს. ხეთაგურის სახით "სოკარის" წილში ზის მიხეილ სააკაშვილი, ამიტომ არის ასეთი გამხეცებული და გაცოფებული "ნაციონალური მოძრაობა" და ეწინააღმდეგება "გაზპრომთან" საქართველოსთვის მომგებიანი ხელშეკრულების დადებას. ამავე დროს სხვა ქვეყნიდანაც ეწინააღმდეგება გაზის შემოსვლას. მაგალითად, ირანიდან სომხეთის გავლით. შანსი ჩნდება, რომ შემოვიდეს ირანული გაზი, ჩნდება შანსი, რომ შემოვიდეს თურქმენული და ყაზახური გაზი. რაც მეტი ქვეყნიდან შემოვა გაზი საქართველოში, მით უფრო ქვეყნის უსაფრთხოება იქნება დაცული და მოსახლეობის ჯიბეები იქნება მოფრთხილებული," განაცხადა შატბერაშვილმა.


მან "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად დაადანაშაულა ზოგიერთი პარტია, მათ შორის, "ლეიბორისტული პარტია" და შალვა ნათელაშვილი, რომ მკერდით არის გადაფარებული სააკაშვილის ქონებას და ყველანაირად ცდილობენ, ეს ქონება სააკაშვილს არ დაეკარგოს. "სოკარის" წილიდან მიღებული ფული წლების განმავლობაში არჩევნების გაყალბებას ხმარდებოდა, იმედი მაქვს, რომ გიორგი კვირიკაშვილის ახალი მინისტრთა კაბინეტი გამოიჩენს სიმტკიცეს, არ აყვება ქვეყნის გამყიდველი პოლიტიკოსების ყეფას და წკმუტუნს და ბოლომდე მიიყვანს დაწყებულ მოლაპარაკებებს, რომლითაც მხოლოდ საქართველო დარჩება მოგებული," განაცხადა იოსებ შატბერაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი