მაია ნიკოლეიშვილი: გამოძიების დასრულება გამოძიების დაწყებისთანავე ყოვლად დაუშვებელია - ვანო მერაბიშვილი გამახსენდა
20-01-2016, 03:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლქის უფროსი პროკურორის, ვახტანგ ქირიასა და მედიამაგნატ, "საქართველოს ხმის" დამფუძნებლისა და დირექტორის, ბიძინა კუჭავას გარდაცვალების ამბავს ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გაზეთ „ვერსიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ეხმაურება. ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელსაც ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება თავად კუჭავას ოჯახმა სთხოვა, გამოძიების დასრულებამდე ადამიანისთვის მკვლელისა და თვითმკვლელის წოდებას მიუღებლად მიიჩნევს და ამ ქმედების გამო შსს-ს მაღალჩინოსანს არჩილ თალაკვაძეს აკრიტიკებს.

 

 

„დაუშვებელია, წინასწარ რაიმე ვერსიაზე საუბარი. როცა ამ ვერსიას ვისმენდი, პირველი, რაც გამახსენდა, ვანო მერაბიშვილი იყო, რომელმაც ჟვანიას მკვლელობის მეორე დილას გამოგვიცხადა, ზურაბ ჟვანია CO-თი გაიგუდაო. არც ექსპერტიზა ჩატარებულა, არც არაფერი დადასტურებულა და უკვე აპრიორი ვამბობთ სიკვდილის მიზეზს? პირველი ეჭვი სწორედ აქედან გაჩნდა. გამოძიების დასრულება გამოძიების დაწყებისთანავე ყოვლად დაუშვებელია! გული მტკივა, რომ დღესაც ასე მოხდა და ეს მინიმუმ, დიდი არაპროფესიონალიზმია. გარდა ამისა, არსებობს ეთიკური ნორმები, ოჯახის წევრები, საზოგადოება და ასეთი ჰიჩკოკისეული განცხადებები ფეხების დაჭრაზე, გვამის სისხლისგან დაწრეტაზე და ა. შ. ხალხს თრგუნავს. შერლოკ ჰოლმსის დედუქციური უნარებით ჩენც აღფრთოვანებული ვართ, მაგრამ უკაცრავად, 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და დედუქცია კი არ გვჭირდება, იმისთვის ვიბრძვით, ქვეყანაში მტკიცებულობითი სამართალი დავამკვიდროთ. თორემ ღმერთმა დამიფაროს, რომელიმე მკვლელის ხელისდამფარებელი ან თანამგრძნობი ვიყო. თანაც, ხომ არსებობს გამოძიებისა და დაცვის ინტერესები - ექსპერტები და ადვოკატები მეტნაკლებად თავს იკავებენ და თუ ყველამ ყველაფერი ილაპარაკა, ასე ჭეშმარიტებას როგორ დავადგენთ? მით უმეტეს, სასამართლო გამოძიებამდე ჯერ საქმე არ მისულა და არც ერთი ექსპერტის დასკვნა არ არსებობს.»- განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი