პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ალასკას პოპულარული ექს-გუბერნატორის და 2008 წელს რესპუბლიკელების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის, სარა პეილინისაგან მხარდაჭერა მიიღო.
"ხართ თუ არა მზად შემოიაროთ თქვენი ოლქი და გასწიოთ აგიტაცია-პროპაგანდა ტრამპისთვის?" ჰკითხა იოვაში საარჩევნო კამპანიისას პეილინმა მხარდამჭერებს.
პეილინი 2008 წელს ჯონ მაკკეინის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად იყო დასახელებული, მაგრამ მაშინ ბარაქ ობამამ გაიმარჯვა. პოლიტიკიდან წასვლის და მედიაში გადანაცვლების მიუხედავად, იგი გავლენიან კონსერვატიულ ხმად რჩება.
მისი მხარდაჭერის ოფიციალურად გამოცხადებისას პეილინმა თქვა, რომ ტრამპი არის ის, ვინც მზადაა ნება დართოს შეერთებული შტატების ჯარებს, პანღური ამოსცხოს ისლამურ სახელმწიფოს.
"ჩვენ მზად ვართ ცვლილებებისთვის," განუცხადა პეილინმა ამსში, იოვაში ტრამპის მხარდასაჭერად შეკრებილებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.