პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი ქადაგიძის შემცვლელის საკითხთან დაკავშირებით, შეხვედრა მიმდინარეობს
20-01-2016, 04:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთან დაკავშირებულ საკითხზე ექსპერტებს ხვდება. დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები, სავარაუდოდ, კონკრეტული კანდიდატურების შესახებ იმსჯელებენ. ექსპერტების განცხადებით, მთავარი კრიტერიუმი, რომელსაც საბჭოს წევრობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს, პროფესიონალიზმია. ასევე, მათი აზრით, კანდიდატი უნდა იყოს პოლიტიკურად მიუკერძოებელი.

 

 

"კანდიდატი უნდა იყოს დარგის ცნობილი სპეციალისტი და არ უნდა ასოცირდებოდეს არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან. ის უნდა იყოს ფიგურა, რომელსაც შეუძლია გაუძლოს გარკვეულ სტრესს", - განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე ექსპერტმა გიორგი ღაღანიძემ.

 

 

როგორც ცნობილია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ გიორგი ქადაგიძეს თებერვლის ბოლოს უფლებამოსილების ვადა ეწურება. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონსულტაციების საფუძველზე სწორედ მის შემცვლელს არჩევს. კონკრეტული კანდიდატურა, სავარაუდოდ, იანვრის ბოლოს იქნება დასახელებული. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი