ბიძინა კუჭავას ოჯახის წვერების და ადვოკატების განცხადებებს შს მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ეხმაურება.
მისი განცხადებით, განცხადებების გაკეთების დროს უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დარღვეულა.
„საზოგადოებას ვუთხარი პასუხი შეკითხვებზე, რომელიც დაისვა ჩვენს მიმართ. უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დარღვეულა. უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის ვალდებულება ბრალდების მხარეს არ აქვს, მისი ვალდებულებაა ამტკიცოს ბრალეულობა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
იგი ასევე უსაფუძვლო ჭორს უწოდებს ადვოკატების განცხადებას, რომ მათ დავით პოპოვი შსს-მ და სუს-მა მიუგზავნა.
„უსაფუძვლო ჭორია. ამის დადასტურება არ შემიძლია“, – განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, პროკურორის მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას ოჯახმა შს მინისტრის მოადგილე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში დაადანაშაულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.