თბილისის პროკურატურაში ბიძინა კუჭავას ოჯახის წევრები, ადვოკატები და ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი იმყოფებიან. ისინი საგამოძიებო უწყებაში 14:00 საათვისთვის მივიდნენ. შეხვედრის ინიციატორი თბილისის მთავარი პროკურორია.
როგორც ცნობილია, შეხვედრაზე ადვოკატებს საქმის მასალები უნდა გადაეცეთ.
ნიკოლეიშვილის თქმით, პროცესის მწარმოებელი თბილისის პროკურატურაა და მათი თანხმობის გარეშე რაიმე მოქმედების შესრულება შეუძლებელია. ექსპერტი იმედოვნებს, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მას მანქანაზე წვდომა ექნება, რომელშიც შსს-ს ინფორმაციით, კუჭავამ თავი მოიკლა და რომელიც ამ დროისთვის დალუქულია გამოძიების მიერ.
პროკურორი ვახტანგ ქირია გარდაცვლილი შაბათს საღამოს იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული რადიო „საქართველოს ხმის“ დირექტორი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც თავი მოიკლა. თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვთ კუჭავას ოჯახის წევრებს და ადვოკატებს. მათ გამოძიების ვერსიის არ სჯერათ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.