პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის წარდგენის ვადა 27 იანვარს ამოიწურება. წევრობის კანდიდატი კი განათლების, პროფესიული გამოცდილების და პოლიტიკური მიუკერძოებლობის კრიტერიუმებს უნდა აკამყოფილებდეს. ამის შესახებ აბაშიშვილმა ექსპერტებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“დღეს იყო მორიგი შეხვედრა ექსპერტებთან, სადაც ჩვენ ვისაუბრეთ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთან დაკავშირებულ საკითხებზე. მათ შორის, პროცედურულ საკითხებზე. პირველ რიგში, შევჯერდით ყველა ერთად და განვსაზღვრეთ, რომ 27 იანვარი არის ის ბოლო ვადა, როდესაც შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი. ეს არის სამი ძრითადი კრიტერიუმი. განათლება, პროფესიული გამოცდილება და ცხადია, პოლიტიკური მიუკერძოებლობა, რომელიც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია," განაცხადა აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, 27 იანვარს, ექსპერტებს გადაეგზავნებათ კანდიდატურები და 27 იანვრიდან დაიწყება შეფასების პროცედურა.
“ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპს ამ ნაწილში ჩვენ ძალიან სწრაფად გავივლით, ამის შემდეგ იქნება პრეზიდენტისთვის წარდგენილი კანდიდატურები და ის დაასახელებს შემდგომ ერთ-ერთ მათგანს, დღეს იყო გარკვეულ კანდიდატურებზე საუბარი, თუმცა ამაზე საბოლოო ჯამში ვისაუბრებთ 27 იანვარს," განაცხადა აბაშიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.