ირაკლი ალასანია: ბესელიას ან კობახიძის მიმართ არანაირი განწყობა არ მაქვს
20-01-2016, 06:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თანამდებობაზე ადამიანები იცვლებიან, მადა უღვივდებათ, სადაც არ გეკუთვნის ყოფნა, იქ არ უნდა იყო, - ასე პასუხობს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ბრალდებებს, რომ ე.წ. შეწყალების საქმესთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილი, ჟურნალისტი კილაძე, ტელეკომპანია "რუსთავი 2", "თავისუფალი დემოკრატების" ნაწილი და პრეზიდენტი მარგველაშვილი "ქართული ოცნების" სპიკერების წინააღმდეგ ერთობლივად მოქმედებენ.

 

 

"ბესელიას ვერაფერს ვუპასუხებ, უბრალოდ ვიტყვი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ბრალდებები ან გაქარწყლდეს, ან პროკურატურამ, ან საგამოძიებო კომიტეტმა შეისწავლოს. აქ საუბარია ვიცე-სპიკერზე, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეზე. ამ საქმეში მტყუან-მართალს ვერავის დავარქმევ, რადგან ეს გამოძიების საქმეა. ჩვენს ინტერესებში შედის, რომ საზოგადოების სწორად ინფორმირებულობა მოხდეს. ბატონ ელისაშვილს პირადად ვიცნობ, მე მას ორი თუ სამი კვირის წინ შევხვდი და მიამბო სრული ისტორია, თუ როგორ ხდებოდა მასზე ზეწოლა. მჯერა, რომ შესაბამისი მტკიცებულები და საბაბი ჰქონდა იმ განცხადების, რაც გააკეთა. ჩვენ მხარს ვუჭერთ შეიქმნას საგამოძიებო კომისია პარლამენტში და გახდეს ცნობილი, თუ რასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ აქ ზიანი ადგება შეწყალების ინსტიტუტს. მე ქალბატონი ბესელიას ან კობახიძის მიმართ არანაირი განწყობა არ მაქვს. ძალიან პოზიტიური განწყობა მქონდა, როცა ოპოზიციაში ვიყავით ერთად, მაგრამ ადამიანები იცვლებიან თანამდებობაზე, უღვივდებათ მადა, უნდათ მეტი ძალაუფლებაც. ბანალური ისტორიაა იმისი, რომ სადაც არ გეკუთვნის ყოფნა, იქ არ უნდა იყო", - განმარტა ირაკლი ალასანიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი