„ქობულეთის წყალარინების პროექტისთვის“ 2 200 000 ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი გამოიყოფა
20-01-2016, 07:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობების დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ ხელი მოაწერეს „ქობულეთის წყალარინების პროექტისთვის“ 2 200 000 ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც მიმართული იქნება ქობულეთის საკანალიზაციო ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის საჭირო დამატებითი ღონისძიებების დაფინანსებისათვის.


ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, “წყალარინების პროექტი“ მიზნად ისახავს ქობულეთში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას, რისთვისაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოყოფილია 1 500 000 ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი, ხოლო გამწმენდი ნაგებობის დიზაინის, მოწყობილობების შეძენისთვის და მათი მონტაჟისთვის გათვალისწინებულია ჰოლანდიის მთავრობის (წარმოდგენილი ORET-ით) გრანტი 1 814 000 ევროს ოდენობით.


ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ასოცირებული დირექტორი, მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის უფროსის მოადგილე ლინ ო’გრეიდი.


დღესვე, გაფორმდა საპროექტო და მხარდამჭერი ხელშეკრულებები, რომელსაც ხელი მოაწერეს EBRD-ის მხრიდან კავკასიის, მოლდოვისა და ბელარუსის წარმომადგენლობების დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ და საქართველოს მხრიდან ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ და შპს „ქობულეთის წყალი“-ს დირექტორმა, ოთარ ზოიძემ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი