ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს - შესაძლოა, სასამართლო სისტემა გამოყენებულ იქნას პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლისთვის
20-01-2016, 07:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ სასამართლო სისტემა შესაძლოა გამოყენებული იყოს პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლისთვის. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომელიც საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხზე გამოაქვეყნა.

 

 

"ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს მოსამართლეების შერჩევა გამჭვირვალედ, მათი დამსახურებიდან გამომდინარე და შეცვალოს მოსამართლეებისთვის სამწლიანი გამოსაცდელი ვადის სისტემა. ევროპარლამენტი აღნიშნავს, რომ სამართლებრივი დევნა უნდა იყოს გამჭვირვალე, ფაქტებზე დაფუძნებული, პროპორციული და თავისუფალი პოლიტიკური მოტივაციისგან. ევროპარლამენტი კვლავ შეშფოთებულია პროკურატურის ანგარიშვალდებულების ნაკლებობის გამო და იმ ბუნდოვანი კრიტერიუმების გამო, რომლის მიხედვით ნიშნავენ პროკურორებსა და გამომძიებლებს", - აღნიშნულია დოკუმენტში.

 

 

ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ სასამართლო სისტემა შესაძლოა გამოყენებულ იქნას პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლისთვის, რამაც შეიძლება, საქართველოს ევროპულ კურსს და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას დემოკრატიული რეფორმების სფეროში ძირი გამოუთხაროს. ევროპარლამენტი საქართველოსთან გაფორმებული ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (DCFTA) შეთანხმებებზე დღეს იმსჯელებს. ოფიციალური ინფორმაციით, ევროპელი დეპუტატები დებატებს ორმხრივ ეკონომიკურ და სავაჭრო კავშირებთან და შეთანხმებებთან დაკავშირებით გამართავენ. 21 იანვარს კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შემუშავებულ რეზოლუციას უყრიან კენჭს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი