"ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას იმ მოლაპარაკების შესახებ, რომელიც გაიმართა და რომელიც გაიმართება საქართველოს მთავრობასა და "გაზპრომს" შორის", - ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა გააკეთა.
"რაც შეეხება ევროკავშირის შეშფოთებას, თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს საკუთარი ენერგოპოლიტიკა, რომელიც მიუთითებს, რომ ევროკავშირი უნდა იყოს ერთიანი ენერგოსაკითხებთან დაკავშირებით. ენერგოპოლიტიკა გულისხმობს სხვადასხვა მიზნებს, ერთ-ერთი მიზანი არის დივერსიფიკაცია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი ენერგორესურსების დივერსიფიცირება. ეს არის ის, რისი თქმაც ამ ეტაპზე შემიძლია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ კომუნიკაცია ამ საკითხზე საქართველოს მთავრობასთან", - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.